пятница, 2 марта 2018 г.


სოფიო ციმინტია

 

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: სოფიო ციმინტია
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: VII
თემა: Climate change
დრო: ....45..... წუთი.
მოსწავლეთა პროფილი:  9 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე კლასში არ  არის
გაკვეთილის მიზანი: გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კითხვისა და ლაპარაკის უნარების განვითრებას ,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.საუბრისას ზედსართავი სახელების გამოყენებას ხარისხებში.
გაკვეთილის აქტუალობა : მოსწავლეები გაიმდიდრებენ ენის ლექსიკურ მარაგს, განამტკიცებენ პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, მონაწილეობას მიიღებენ სიმულაციურ სიტუაციებში და მიღწევენ წარმატებულ კომუნიკაციას.
გაკვეთილის კონკრეტული მიზნები:  მოსწავლეები შეძლებენ ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და მათ გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში,დაუკავშირებენ და განასხვავებენ კლიმატთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ჩამოთვლიან და დაასახელებენ წელიწადის დროებსა და თვეებს. მონაწილეობას მიიღებენ სიმულაციურ სიტუაციებში გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენებით.
მოსმენა/კითხვა/ ლაპარაკი : მოისმენენ ,წაიკითხავენ ტექსტს და გაითამაშებენ სატელევიზიო ამინდის პროგნოზს სიმულაციურ სიტუაციაში
წარმოადგენენ : პრეზენტაციას წელიწადის დროებისთვის დამახასიათებელ თვისებებზე.გაითამაშებენ სატელევიზიო პროგრამას“ ამინდის პროგნოზი საქართველოში“
წერა : შეძლებენ ლექსიკური და გრამატიკული ერთეულებით წინადადებების კონსტრუირებას. წინადადებებს ააგებენ და დააკავშირებენ  ზედსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ხარისხების გამოყენებით.
შექმნიან : საპრეზენტაციო პლაკატებს

მოსალოდნელი შედეგი
·         მოსწავლეები შეძლებენ საკომუნიკაციო ელემენტების სიტუაციებში გამოყენებას
·         მოსწავლეები შეძლებენ გრამატიკული უნარჩვევების გამოყენებას  და წინადადებების აგებას
·         შეძლებენ  განასხვავონ,ჩამოთვალონ ამინდისთვის დამახასიათებელი თვისებები
·         შეძლებენ განამტკიცონ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მიმართულება  : მოსმენა
უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება
·         ამოიცნობს თემას (პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებ, მოვლენებს და სხვა);
·         ტექსტიდან ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
·          
მიმართულება : კითხვა
                     უცხ.ს. I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები.
·         ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის (მაგ., არსებითი და                  ზედსართავი სახელების რიცხვში შეთანხმება).

·         განარჩევს ერთმანეთისაგან სხვადასხვა სახის ტექსტის კომპოზიციურ თავისებურებას

მიმართულება : წერა
უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულ, ზმნიზედას და სხვა);
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანმხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში);

მიმართულება : ლაპარაკი
უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.
·           სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონე წინადადებას;
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;

მიმართულება : სწავლის სწავლა
უცხ.ს.I.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
·            კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
·            იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;


უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·           ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების ურთიერთგაუმჯობესების ხელშესაწყობად.
საჭირო წინარე ცოდნა დაუნარ-ჩვევები:
·         მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოთვალონ  წელიწადის დროები და თვეები.
·         შეუძლიათ განმარტონ ზედსართავი სახელი და ამოიცნონ წინადადებაში.
·         აქვთ ჯგუფური მუშაობის ,პრეზენტაციის უნარი.
·         ფლობენ თვითშეფასების უნარს
შეფასება და თვითშეფასება:
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს.
შესასვლელი ბარათები
 პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა-განმსაზღვრელი
დაკვირვება -ჩანაწერი
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა-განმავითარებელი
თვითშეფასების ფურცელი მოსწავლეებისთვის
მოლოდინების ხე



სასწავლო მასალა და რესურსები:
სამუშაო რვეულებიპროექტორი,  ლეპტოპი,ფლიპ ჩარტები, წებოვანი ბარათები, მოსწავლეების მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა: დაფა, ცარცი, მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერები; მარკერები; შეფასების ბარათები; სამუშაო რვეულები; გაკვეთილის აქტივობები.ფერადი სურათები, ფერადი ქაღალდები.
მოლოდინების ხე :მოსწავლეები ფერად სტიკერებზე წერენ  თუ რა მოლოდინები გააჩნიათ ამ გაკვეთილზე და აწებებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ დახატულ მოლოდინების ხის ძირას. გაკვეთილის ბოლოს კი თუ მათი მოლოდინები გამართლდა მათ ეს სტიკერები ხის კენწეროზე უნდა აიტანონ. (1 წთ)
მოტივაციის ამაღლება/ განწყობის შექმნა
ენერჯაიზერი -ვიდეო რგოლი „წვიმის ხმა“ (2წთ)
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ასრულებენ ენერჯაიზერს რომელიც იქნება ნაჩვენები ვიდეოთი. ენერჯაიზერის შესრულების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს სავარაუდოდ თუ რა შეიძლება იყოს გაკვეთილის თემა. 


მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს  (2წთ)

აქტივობა №1  გონებრივი იერიში (3 წთ) (ტკბილი აქტივობა)
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის დადგენა
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს შესასვლელ ფერად ბარათებს რომლებიც ჩხირებით მოთავსებულია ტკბილ კექსებზე, სადაც წინასწარ არის მოცემული შეკითხვები,მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ბარათებს და მოცემულ კითხვებს დაუსმევენ ერთმანეთს.ცოდნის განმტკიცების მიზნით მასწავლებელი სვამს დამატებით კითხვებს.
კითხვები ბარათებზე:
1.      How do you chek the forecast?   ( by the internet,tv, radio….)
2.      Which is your favourite season?  ( students own ansvwes)
3.      True or False? You see lighting and hear thunder?   (true)
4.      What is the name of  a scientist who studies weather?  (a meterologist)
5.      What is the name of a weather instrument used to measure atmospheric preasure? (a barometer)
6.      What is the hottest season?  (summer)
7.      What are the seasons? ( spring, summer, autumn, winter)
8.       What are your favourite weather words?  (students own answers)
9.      What colour is the sun?  (yellow)
მასწავლებლის მიერ დასმული დამატებითი შეკითხვები
ü  How many months are in the year?    (12)
ü  Please tell the months names?
ü  What season is it now? ( winter)
ü  What weather is like today?

აქტივობა №2 ტექსტის მოსმენა, კითხვა, (8 წთ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა გააქტიურება.საუბრის უნარის განვითარებაზე ზრუნვა,ნასწავლი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების გამოყენებით,
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უსმენენ ტექსტს (CD 1 track 2.37). მოსმენის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად ნაწილებად კითხულობენ ტექსტს და წაკითხვის შემდეგ ცდილობენ ამოიწერონ მათთვის უცნობი სიტყვები. მასწავლებელი სვამს კითხვებს ტექსტის გარშემო და ცდილობს დაადგინოს თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხული ტექსტი.
ü  Is central England hotter today than 30 years ago?  (Yes)
ü  Autumn in Britain is shorter or longer?  (longer)
ü  Summer in the tropics is drier or wetter?   (drier)


აქტივობა №3  გრამატიკული მასალის ახსნა (ზედსართავი სახელი და მისი ხარისხები)  (5 წთ)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ წინადადებების აგება და დაკავშირება  ზედსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ხარისხების გამოყენებით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი იყენებს მოდელირებას რათა მოსწავლეებმა შეძლონ გაიგონ თუ როგორ შეიძლება განვასხვავოთ ზედსართავი ხარისხების შედარეითი და აღმატებითი ხარისხები.ადარებს ერთმანეთს საგნებს , ნივთებს და მოსწავლეები თავად ხვდებიან განსხვავებებს.

აქტივობა N4  ვიდეოს ჩვენება  (5 წთ)
აქტივობის მიზანი:  მოსენის უნარ-ჩვევების განვითარება . ტრანსფერის უნარი
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს და ყურების პროცესში ინიშნავენ ვიდეოში მოსმენილ ზედსართავ სახელებს. ვიდეოს ყურების შემდეგ კი ასახელებენ ჩანიშნულ სიტყვებს.

 აქტივობა N 5 პრეზენტაცია (15წთ)
აქტივობის მიზანი:  ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.პრეზენტაციის უნარის განვითარებაზე ზრუნვა,.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს 1-2 ის პრინციპით ყოფს ორ ჯგუფად. თითო ჯგუფში წარმოდგენილია 4 და 5 მოსწავლე. ერთი ჯგუფი ამზადებს სატელევიზიო პროგრამას ამინდის პროგნოზის ჩართვით. ხოლო მეორე ჯგუფი ამზადებს პოსტერს წელიწადის დროებზე. მასწავლებელი მუშაობის დაწყებამდე აძლევს ფლიპ ჩარტებს და წინასწარ მოძიებულ ინფორმაციას,მათ ფერადი მარკერების გამოყენებით უნდა შექმნან საპრეზენტაციო პლაკატი და წარმოადგინონ აუდიტორიის წინაშე.  ჯგუფის 2 წევრმა უნდა გააკეთოს პრეზენტაცია. პრეზენტატორს ირჩევენ თავად ჯგუფის წევრები.
                             
 ( მასწავლებელი აკეთებს ჩანიშვნებს გაკვეთილის მსვლელობისას) და გაკვეთილის ბოლოს აფასებს მოსწავლეებს ქულებით, აძლევს განმავითარებელ შეფასებას კომენტარების სახით.

აქტივობა №6   საშინაო დავალება ( 1წთ)
აქტივობის მიზანი: დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა
აქტივობისაღწერა: ინსტრუქცია  საშინაო დავალების  შესასრულებლად
Workbook p58,59
Edmodo-ს საიტზე მასწავლებლის მიერ განთავსებული  გაკვეთილის შემაჯამებელი ქვიზის შესრულება.
აქტივობა №7  შეფასება (3წთ)
აქტივობის მიზანი: თვითშეფასება  და მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ურიგდებათ თვითშეფასების ცხრილი  სადაც მათ დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ ამის შემდეგ მოსწავლეები მიდიან მოლოდინების ხესთან და თუ მათი მოლოდინი გაკვეთილის ბოლოს იქნა გამართლებული გავეთილის დასწაყისში მიწებებულ მოლოდინებს აწებებენ ხის კენწეროზე.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკების გამოყენებით









ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა (განმავითარებელი)
კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
 საშუალო 
  კარგი
ძალიან კარგი 
სამუშაოს  მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო  მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო  ორგანიზებული  არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ნაწილობრივ ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად  და თანაბრად იყო განაწილებული.
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს,  შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.




პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა  (განმასაზღვრებელი)
  კრიტერიუმი
  
        3-4

            5-6

           7-8

            9-10
 თემასთან კავშირი
 მასალა  ძალიან მწირია
 მასალა
მასალა წარმოდგენილია ბუნდოვნად , არ არის დაცული თანმიმდევრობა
მასალა წარმოდგენილია
გასაგებად, აკლია  ფაქტები
მასალა
წარმოდგენილია ლოგიკურად და გასაგებად, ფაქტები მოყვანილია
 საუბარი
ვერ საუბრობს ინგლისურად
ხშირად ჩერდება, იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა
 გამართულად და გასაგებად საუბრობს.
ხშირად ჩერდება, იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა
გამართულად და დამაჯერებლად საუბრობს, იყენებს მრავალფეროვან ლექსიკას.
თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს  თვალსაჩინოებას
იყენებს შეუსაბამოდ
იყენებს შესაბამისად
 იყენებს თვალსაინოებას მართებულად
აუდიტორიასთან
კონტაქტი
არ არის კონტაქტი
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
კარგად  ფლობს კომუნიკაციის უნარს.
დროის ლიმიტის დაცვა
არ იცავს  დროის ლიმიტს.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
მეტნაკლებად იცავს დროის ლიმიტის.
 ზუსტად იცავს დროის ლიმიტს.


თვითშეფასების ფურცელი ჯგუფის წევრისთვის
  
               კრიტერიუმი
                კი
                 არა
ვიყავი მზად მემუშავა ჩემს ჯგუფთან
დავამთავრე სამუშაო დროზე და კარგად
დავეხმარე ჩემს ჯგუფს
ვამხნევებ სხვებს
ვიყავი ზრდილობიანი
ვითვალისწინებ სხვის აზრს






Комментариев нет:

Отправить комментарий