პროექტი
1. სკოლის დასახელება:
სსიპ ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგიდიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლა
2 პროექტის სახელწოდება:
ინგლისური ენის პოლულარიზაცია ოდიშის N1 საჯარო სკოლაში
3 პროექტის ავტორის სახელი და გვარი:
სოფიო ციმინტია
4. პროექტის ავტორის თანამდებობა:
ინგლისური ენის მასწავლებელი
5. პირადი ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა:
6. პროექტის ხანგრძლივობა:
ორი თვე
7. პრობლემის / საჭიროებების დეტალური აღწერა :
2017 წლის 16 იანვრიდან ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ინგლისური ენის კლუბი მაგრამ იგი უზრუნველყოფილი არ არის ინგლისურენოვანი აუდიო მასალით, წიგნებით, საკანცელარიო ნივთებით , რის შედეგადაც მოსწავლეებს ეკარგებათ ინტერესი სასწავლო პროცესისადმი, ისინი თვალსაჩინოდ ვერ წარმოიდგენენ კლასგარეშე საკითხავ მასალებს, საკანცელარიო ნივთების არარსებობის გამო მოსწავლეები ვერ ახერხებენ კლუბში სხვადასხვა აქტივობების , პრეზენტაციების, სასწავლო პროექტების წარმოდგენას , კლუბს არ გააჩნია ინგლისურენოვანი მოსასმენი აუდიო ვიდეო მასალა CD-
DVD დისკები რომელიც აუცილებელია კლუბის მუშაობისათვის რათა მოსწავლეებმა შეძლონ ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველება . სწორედ ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე კლუბს უჭირს სამუშაო პროცესის სრულფასოვნად განხორციელება რის გამოც ამჟამად კლუბი მუშაობს ხარვეზებით.
8. პროექტის მიზანი და ამოცანები:
პროექტის მიზანია ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბმა ხელი შეუწყოს ენის პოპულარიზაციას ოდიშის N1 საჯარო სკოლაში.
კლუბი უზრუნველყოფილი იქნას ინგლისურენოვანი წიგნებითა და კლუბისთვის საჭირო მასალებით - საკანცელარიო ნივთებით, აუდიო-ვიდეო მასალებით რის შედეგადაც, მოსწავლეები შეძლებენ კლასგარეშე მასალის კითხვას ინგლისურ ენაზე, ინგლისურენოვანი აუდიო დისკების მოსმენას რის შედეგადაც მოსწავლეებს , მოეხსნებათ დოსკომფორტი ილაპარაკონ ინგლისურ ენაზე რომლის შედეგადაც ხელი შეეწყობა კლუბის სამუშაო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებას .
9.ღონისძიებები პროექტის ფარგლებში :
·
პროექტის პრეზენტაცია
·
წიგნების განხილვა
·
ინგლისურენოვანი ზღაპრის თარგმანი
·
ფილმის ჩვენება/განხილვა
·
აუდიო მასალის გაცნობა
·
დისკუსია შეძენილი წიგნების წაკითხვის შემდეგ
·
სიტყვების თამაში (ინგლისურ ენაზე )
·
გაცვლითი ვიზიტი სხვა სკოლის ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეებსა და ოდიშის სკოლის ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეებს შორის .
პროექტის მოსალოდნელი შედეგები :
·
მოსწავლეებს მოეხსნებათ დისკომფორტი ისაუბრნ ინგლისურ ენაზე
·
მოსწავლეები შეძლებენ ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე
·
მონაწილეობა მიიღონ ინგლისურენოვან აქტივობებში
·
მოსწავლეები შეძლებენ კლასგარეშე წიგნების კითხვას ინგლისურ ენაზე
·
მოსწავლეები მოტივირებული გახდებიან კლუბური მუშაობისათვის
·
მასწავლებელი შეძლებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებას
პროექტის მიზნობრივი მოსარგებლე
სკოლის მოსწავლეები VII-XII კლასის ჩათვლით(50 მოსწავლე)
სკოლის მასწავლებლები- 25 მასწავლებელი
ინგლისური ენის კლუბის წევრები-12 მოსწავლე
რისკების ანალიზი :
შესაძლებელია ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირი ღონისძიების განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდეს ღონისძიებაზე, ამისთვის კი აუცილებელია ღონისძიება გადაიწიოს რამოდენიმე დღით .
პრეზენტაციის მიმდინარეობისას შესაძლოა გამოირთოს ელექტროენერგია ამისთვის კი აუცილებელია მოძიებულ იქნას სკოლის საკუთრებაში არსებული გენერატორი
პროექტის მდგრადობა :
ოდიშის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრები და კლუბის ლიდერი მასწავლებელი პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობენ აქტიურ მუშაობას, ჩაატარებენ სკოლის მაშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობებსა და ღონისძიებებს , ხოლო შეძენილ ინვენტარს კი კონტროლირებას გაუწევეს სკოლის დირექცია .
პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება
„ინგლისური ენის პოპულარიზაცია ოდიშის N1 საჯარო სკოლაში“
სასწავლო პროცესის მართვა მოიცავს დაგეგმილი აქტივობების შესაბამისი წესების გაცნობას მოსწავლეებისთვის, მათთან ერთად ქცევის წესების შემუშავებასა და მონიტორინგს. შესაბამისად პროექტის
დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის შინაარსი და ვადები.
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ–ერთ წინაპირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ – ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
პროექტის განხორციელების იდეა გაჩნდა მას შემდეგ
, რაც ასოციაცია“ ათინათის“ მიერ გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსი, რომელშიც გადავწყვიტე
მონაწილეობა მიმეღო ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად.სამიზნე ჯგუფი იყო VII-XI კლასის მოსწავლეები.
პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ პროექტის თემის
არჩევა განპირობებულია მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების,მოტივაციის გაზრდის,ინტერკულტურული
უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებით და უცხოური ლიტერატურის გაცნობის მიზნით.
სასწავლო პროექტი ხელს უწყობს:
21–ე საუკუნისთვის აქტუალური ისეთი უნარების განვითარებას,
როგორიცაა
ცოდნის კონსტრუირება;
კლასგარეშე აქტივობებში
მონაწილეობის მიღება;
ეფექტური კომუნიკაცია;
მოსმენისა და ლაპარაკის
უნარ–ჩვევების განვითარება;
ინოვაციურობა;
სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
ჯგუფში მუშაობის
უნარების განითარება.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია
ოდიშის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა და მე ლიდერმა მასწავლებელმა ხელი შევუწყოთ
ინგლისური ენის პოპულარიზაციას ჩვენს სკოლაში.
პროექტის ამოცანები: კლუბი უზრუნველყოფილი იქნას ინგლისურენოვანი წიგნებითა
და კლუბის მუშაობისთვის საჭირო მასალებით* საკანცელარიო , აუდიო –ვიედო მასალებით, რის შედეგადაც
მოსწავლეები შეძლებენ კლასგარეშე მასალის კითხვას ინგლისურ ენაზე, ინგლისურენოვანი
აუდიო– ვიდეო მასალების მოსმენა-ყურებას, რომელიც
ხელმისაწვდომი იქნება როგორც კლუბის წევრებისთვის; ასევე ნებისმიერი დაინტერესებული
მოსწავლისთვის.
წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში და დაფინანსდა 434 ლარით ( ბიუჯეტი შეგიძლიათ იხილოთ დანართი N3) ამ თნხით
შეძენილი იქნა ყველა საჭირო რესურსი რაც ხელს შუწყობდა კლუბის ეფექტურად მუშაობას.
პროექტის მსვლელობისას
ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის
საგნობრივი სტანდარტით.
უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს
ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.
უცხ.ს.I.26. მოსწავლეს
შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.
უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.ს.I.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას
უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად
და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის
პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა;
ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება
მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,
მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.ს.V.1. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე.
უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია
დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს
და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი,
ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის
ყველა ეტაპზე.
პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი იყი სხვადასხვა სახის აქტივობა:
·
პროექტის
პრეზენტაცია
·
წიგნების
განხილვა
·
აუდიო
მასალის გაცნობა
·
ფილმის ჩვენება
·
ინგლისურენოვანი ზღაპრის
თრგმანი ქართულად
·
სიტყვების თამაში
(ინგლისურ ენაზე)
·
გაცვლითი ვიზიტი
სხვა სკოლაში,
სადაც დაგეგმილი
იყო workshop-ის
ჩატარება
·
პროექტის შეჯამება–
შეფასება
პროექტის განხორციელება
დაიწყო 2017 წლის
1 თებერვალს და
დასრულდა
ა.წ
10 ივნისს.
პროექტის პირველი
აქტივობა იყო
პროექტის პრეზენტაცია
,რომელიც სკოლაში
გაიმართა VII –XI კლასის მოსწავლეებთან,
პრეზენტაციას უძღვებოდა მეათე კლასის
მოსწავლე ნინო
ჯაგუნავა, რომელიც
არის აგრეთვე
ინგლისური ენის
კლუბის ლიდერი
მოსწავლე.
პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი მეორე
აქტივობა ეს
იყო ინგლისურენოვანი
წიგნების განხილვა,
ავტორებზე ინფორმაციის
მოძიება და
გაცნობა.
შემდეგი ეტაპი
იყო აუდიო–
ვიდეო მასალის
მოსმენა, მოსწავლეებმა
მოისმინეს და
უყურეს ინგლისურენოვან
ტექსტებს და
შეასრულეს შესაბამისი
დავალებები, მოსმენილი
ტექსტის საფუძველზე
მინი ტესტების
შევსება, პერსონაჟების,
ემოციების, გრძნობების
ამოცნობა,
ნაჩვენები იქნა
მოკლემეტრაჟიანი ფილმი
„მოწყენილობა“ (Boredom) ინგლისურ ენაზე
და თან
ინგლისური სუბტიტრებით,
რადგან ტექსტის
ვერ გაგების
შემთხვევაში მოსწავლეებს
საშუალება ჰქონებოდათ წაეკითხათ ტექსტი,რომელიც
მათ გაუადვილებდათ ფილმის გაგებას.
ყველაზე სახალისო
აქტივობა პროექტის
ფარგლებში ეს
იყო ზღაპრის
თარგმანი, სათარგმანად
შევარჩიეთ ინგლისურენოვანი
ზღაპარი „ვარდების
პრინცესა და
ოქროს ჩიტი“. მოსწავლეებმა ჯგუფებში
გადაინაწილეს ტექსტი
და თარგმნეს, ტექსტის თარგმნის
შემდეგ მოხდა
აზრების შეჯერება,
შეცდომების გასწორება
და საერთო
აზრის ჩამოყალიბება
და ზღაპრის
საბოლოო ვერსიის
შდგენა. ზღაპარი
ნახატებითაც იქნა
გაფორმებული ერთ-ერთი
მოსწავლის მიერ,
სკოლაში ზღაპრის
პრეზენტაციას ესწრებოდნენ
დაწყებითი კლასის
მოსწავლეები.
ძალიან საინტერესო
და სახალისო
აქტივობა იყო
სიტყვებით თამაში
და გაცვლითი
ვიზიტი, რომელიც
ჩვენი სკოლის
მოსწავლეებმა ჩემთან
ერთად განახორციელეს
კახათის N2 საჯარო
სკოლაში, შეხვედრას
ესწრებოდნენ ამავე სკოლის
VII-XI კლასის მოსწავლეები.
ჩატარდა workshop ინგლისურე
ენაზე, სადაც
წარმოდგენილი იყო
სხვადასხვა სახის აქტივობა.
ბოლოს იყო პროექტის
შეჯამება - შეფასება. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა) გაიღრმავეს ცოდნა უცხო ენაში. ისტ – ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები, გადაიღეს ფოტოები,
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. აგრეთვე განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ინოვაციურ პროექტებში.



















Комментариев нет:
Отправить комментарий